ქეთევან მამათელაშვილი


ჩემი შემოქმედება მოიცავს ვებ-დიზაინს და კომპიუტერულ გრაფიკას.

დიზაინერის ყოველი იდეა უნდა იყოს ლამაზი, ჰარმონიული და მოხერხებული.

ჩემი გატაცება ხატვით დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც პირველად ავიღე ხელში ფუნჯი და ფანქარი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის არ ვხატავ, მისდამი სიყვარული არ გამნელებია. ხოლო იმის მერე რაც გავეცანი კომპიუტერულ გრაფიკას, მივხვდი რომ ჩემთვის გაიხსნა არაჩვეულებრივი სამყარო, რომლის საშუალებითაც შემეძლო ყოველი ჩემი ჩანაფიქრი ვირტუალურად ვანმეხორციელებინა. ასე დავიწყე სხვადასხვა სახის დიზაინში შემოქმედებითი მუშაობა.

ყოველი ახალი იდეის განხორციელება დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მინდა ჩემი საიტის სტუმრებსაც სიამოვნება მივანიჭო ჩემი შემოქმედებით. Design-ეს არის შემოქმედებითი მეთოდი, პროცესი და შედეგი სხვადასხვა დარგის მხატვრულ–ტექნიკური პროექტების, რომელიც უქმნის ადამიანს როგორც ფიზიკურ, ასევე ესტეტიკურ კომფორტს.

საიტზე შეხვდებით სხვადასხვა დარგის დიზაინში შესრულებულ მრავალ ნამუშევარს. აქვე შეგეძლებათ გაეცნოთ კომპიუტერული გრაფიკის გაკვეთილებსაც.

საიტი დაგეხმარებათ ასევე თქვენი იდეების განხორციელებაშიც. შეგიძლიათ ნებისმიერი სახის დიზაინის შეკვეთა: არქიტექტორული, ლანშაფტის, ინტერიერის, ავეჯის, განათების, საუველირეო, ნებისმიერი სახის ობიექტის, რეკლამის, ვებ–დიზაინის და ა. შ. ასევე პროექტების და ვიდეო კლიპების.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს საიტზე და გისურვებთ თქვენი იდეების წარმატებით განხორციელებას!